სასიხარულოა, რომ შეიქმნა ახალი ტურისტული ადგილი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ მღვიმე
04.09.2021
უკან დაბრუნება
სასიხარულოა, რომ შეიქმნა ახალი ტურისტული ადგილი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ მღვიმე და გაეცნონ მის უნიკალურ ისტორიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში თეთრა მღვიმის დათვალიერებისას განაცხადა. ახალი ტურისტული სივრცის შესახებ ინფორმაცია პრემიერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გააცნო.აღნიშნულ სივრცეში ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა ადგილობრივი წარმოშობის ღვინოები დააგემოვნონ.