59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს კომისიის ჩვიდმეტივე წევრმა ეთიკის კოდექსს მოაწერა ხელი
04.09.2021
უკან დაბრუნება
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს კომისიის ჩვიდმეტივე წევრმა ეთიკის კოდექსს მოაწერა ხელი. კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიების წევრები თანხმდებიან იმაზე, რომ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები იქნებიან და საარჩევნო კანონმდებლობას ზუსტად და თანმიმდევრულად განახორციელებენ. ამავდროულად, ისინი ვალდებული ხდებიან უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის სამართლიანი და თანაბარი გარემოს შექმნა. ეთიკის კოდექსი 2012 წელს შემუშავდა, მხარებმა კი პირველად მას ხელი პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მოაწერეს.