ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში სტიქიამ პრობლემები შექმნა
03.09.2021
უკან დაბრუნება
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში სტიქიამ პრობლემები შექმნა. დატბორილია 10-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. როგორც ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია ჩვენთან სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, ამ დროსითვის ადგილზე მუშაობს შესაბამისი ტექნიკა. ასევე, შექმნილია კომისია, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს შეისწავლის.