მთავრობის წარმომადგენლები ტყიბულში, კომპანია “საქნახშირში“ დასაქმებულ მეშახტეებს შეხვდნენ
03.09.2021
უკან დაბრუნება
მთავრობის წარმომადგენლები ტყიბულში, კომპანია “საქნახშირში“ დასაქმებულ მეშახტეებს შეხვდნენ.
მთავრობის მეთაურმა მეშახტეებთან საწარმოში მიმდინარე ცვლილებები განიხილა და ანაზღაურების ახალი სისტემა და ხელფასების მატება დადებითად შეაფასა. აღინიშნა, რომ გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, შახტების ტექნიკური მდგომარეობის რამდენიმეთვიანი კვლევის შემდეგ, შახტების განვითარების და ტექნიკური გადაიარაღების პროგრამის განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ასევე ხორციელდება შახტის ინფრასტრუქტურის განახლება, შრომის უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესება და პერსონალის გადამზადება