შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს, – ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა
02.09.2021
უკან დაბრუნება
ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს, – ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა. „ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში” განაცხადა მელიამ. შარ მიშელის დოკუმენტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელმოწერას ოპოზიციონერი პარტიები აფასებენ. სტრატეგია აღმაშენებლის წევრი გია თევდორაძე მიიჩნევს, რომ შარლ მისელის დოკუმენტი არის ერთადერთი სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა გამოვიდეს საქართველო სამოქალაქო და საზოგადოებრივი დაპირისპირებიდან. მისი თქმით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან შარმ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას აფასებს პარტია „ ევროპული საქართველოს“ წევრი ამირან ძოწენიძე. მისი თქმით, მათთის გაურკვეველია თუ რატომ მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ აღნიშნული გადაწყვეტილება, რადგან ეს არის დიდი დათმობა ქართული ოცნებისთვის.