ქუთაისის ჩხობაძის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის 128 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობის კურსს
31.08.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ჩხობაძის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის 128 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკა დღეში დაახლოებით 10 -15 პაციენტს იღებს, აქვე კეთდება პი სი არ ლაბორატორიული და სწრაფი ანტიგენ ტესტები. რაც შეეხება გარდაცვალებას, ბოლო 24 საათში ლეტალობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის სოფიო გოგისვანიძის თქმით დღეს კლინიკიდან 15-მდე გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, შესაბამისათ საავადმყოფოში თავისუფალი საწოლები არის.