ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა
31.08.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, როგორც კლინიკაში ამბობენ 65 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმე იყო. დღეის მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებაში 95 კოვიდინფიცირებული პაციენტია,მათგან 22 მცირეწლოვანია. ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით ბავშვებში ვირუსი ძირითად შემთხვევაში მაღალი ტემპერატურითა და მცირე მათგანში ორმხრივი პნევმონიით მიმდინარეობს. ამ დროისთვის ყველა მათგანი საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან.