რეგიონებში მდგრადი განვითარების მიზნებზე დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს
13.04.2016
უკან დაბრუნება
რეგიონებში მდგრადი განვითარების მიზნებზე დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს,შეხვედრას არასამთავრობო სექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.მდგრადი განვითარების დღის წესრიგი ქვეყანაში მიზნად ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და სიღარიბის აღმოფხვრას ისახავს.საქართველოს ხელისუფლება მზადაა სხვა ქვეყნის მსგავსად გაატაროს ის რეფორმები,რომელიც მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესასრულებლადაა აუცილებელი.შეხვედრა მთავრობის კანცელარიისა და გაეროს განვითარების პროგრამა ”სიდას” მხარდაჭერით ჩატარდა.საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა საქართველოს ხუთ ქალაქში გაიმართა.