ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ჟანგბადის მოხმარების ინტენსივობა გაიზარდა
31.08.2021
უკან დაბრუნება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ჟანგბადის მოხმარების ინტენსივობა გაიზარდა, მისივე თქმით მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და სხვადასხვა ქვეყნიდან ჟანგბადის იმპორტი ეტაპობრივად ხდება. მან ასევე კომენტარი ტოცილიზუბამის მარაგზე გააკეთა და განაცხადა, რომ დღეს დღეისობით მედიკამენტი გარკვეულ კლინიკებში არის და როდესაც პაციენტს მისი გადასხმა სჭირდება, ამ დროს შესაძლებელია სხვა კლინიკისგან ისესხოს, . მინისტრის მოადგილემ აქვე აღნიშნა, რომ მედიკამენტის მოპოვების საკითხში არც პაციენტი და არც გარეშე პირი არ უნდა ჩაერიოს.