საარჩევნო კომისიამ არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით ახალი დადგენილება მიიღო
28.08.2021
უკან დაბრუნება
საარჩევნო კომისიამ არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით ახალი დადგენილება მიიღო, როგორც პრეს სპიკერი ნათია იოსელიანი დღის ამბებთან სატელეფონო ინტერვიუში განმარტავს დადგენილება 4 ძირითადი მიმართლებისგან შედგება და არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებას ისახავს მიზნად, ახალი წესის მიხედვით დგინდება როგორც საარჩევნო კომისიების, ასევე საარჩევნო უბნებში საპრევენციო ხასიათის სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვის აუცილებლობა, ამავე დდაგენილების თანახმად თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა, 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელ ხაზს, დააფიქსირონ ხმის მიცემის სურვილი, რის შემდეგადადც ისინი სპეციალურ სიებში მოხვდებიან.