შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში იმყოფებოდა
28.08.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში იმყოფებოდა, სადაც ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დაათვალიერა და ცენტრში დასაქმებულებს შეხვდა. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ახორციელებს. ცენტრში მობილიზებულია სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა. მიმდინარეობს მონიტორინგი და ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მართვა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის რაოდენობა დასავლეთ საქართველოში და მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა.