ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით იმერეთის რეგიონში კიდევ ერთი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა ჭიათურაში
27.08.2021
უკან დაბრუნება
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით იმერეთის რეგიონში კიდევ ერთი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა ჭიათურაში, რიგით მესამე ცენტრი სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ჭიათურის მერთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას. ჭიათურაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი პირველი საჯარო სკოლის სივრცეში მოეწყო და მოსახლეობას საშუალება აქვს რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა.. მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები უზრუნველყოფენ დღიურად 400-დან 500 ადამიანამდე აცრას. ჭიათურაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრამდე მოქალაქეების მისვლას საჭიროების შემთხვევაში ჭიათურის მერია ტრანსპორტით უზრუნველყოფს. რეგიონში ამ ეტაპზე სამი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი: ქუთაისში, ზესტაფონსა და ჭიათურაში გაიხსნა.