შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თერჯოლა მედის კლინიკა მუშაობას ჰიბრიდულ რეჟიმში განაგრძნობს
27.08.2021
უკან დაბრუნება
თერჯოლა მედის კლინიკა მუშაობას ჰიბრიდულ რეჟიმში განაგრძნობს. კოვიდ პაციენტებისთვის 65 ადგილია გამოყოფილი, რომლებიც შევსებულია. ამჟამად მძიმედ ფასდება 18 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის 12 მართვით სუნთქვაზეა. ბოლო 24 საათში კლინიკაში გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. როგორც კლინიკის დირექტორი დავით სარიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რაიონში იმუნიზაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს. მზარდია კოვიდ სტატისტიკა ხარაგულის რაიონშიც. ბორითის კლინიკის კლინიკური მენეჯერი მაია ქასრაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მათ კლინიკაში კოვიდ პაციენტებისთვის მხოლოდ 16 საწოლია გამოყოფილი. მომართვიანობა კი საკმაოდ დიდია. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. მაია ქასრაშვილის თქმით, მოსახლეობა ბოლო ერთი კვირის მანძილზე იმუნიზაციის პროცესშიც აქტიურად ჩართო და აცრილთა დღიური მაჩვენებელი 200-მდე ადის.