შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ ინფიცირებულებისთვის ადგილები არ არის
27.08.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ ინფიცირებულებისთვის ადგილები არ არის, ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, 105 პაციენტიდან რეანიმაციულ განყოფილებაში 4 პირი იმყოფება. ბავშთა განყოფილებაში კი 28 არასრულწლოვანი გადის სიმპტომურ მკურნალობას. კლინკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.