შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავასთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხის კლინიკაში, ვაქცინაციის პროცესს გაეცნო
26.08.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავასთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხის კლინიკაში, ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. მთავრობის მეთაური ამცრელ ბრიგადებს და მოქალაქეებს გაესაუბრა, ხაზი გაუსვა ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ვირუსის გამკლავების მთავარი გზა ვაქცინაციაა. როგორც რუხის კლინიკის მმართველმა, დავით შონიამ განაცხადა, კლინიკაში ყოველდღიურად 600 ადამიანი იცრება. კლინიკას ამ დროისთვის 20 000-ზე მეტი მოქალაქე ჰყავს აცრილი.