შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამ ეტაპზე კი ქუთაისის მერობის მსურველი კვლავ მხოლოდ ორი კანდიდატია ცნობილი
26.08.2021
უკან დაბრუნება
თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამ ეტაპზე კი ქუთაისის მერობის მსურველი კვლავ მხოლოდ ორი კანდიდატია ცნობილი, მმართველი პარტიიდან ქალაქის მოქმედი მერი იოსებ ხახალეიშვილი , ხოლო ნაციონალური მოძრაობიდან ქუთაისის პირველი პირის სტატუსის მოპოვება ხატია დეკანოიძეს სურს. რიგი პარტიები კი ქუთაისში მერობის კანდიდატს საერთოდ არ წარდგენენ. მათ შორისაა ლელო, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები მნიშვნელოვანია, თუმცა არჩევნების სამართლიანად ჩატარება ხელისუფლების პასუხისმგებლობის გააზრებაზეა დამოკიდებული.