გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი 8 პატიმარს აქვს
26.08.2021
უკან დაბრუნება
გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი 8 პატიმარს აქვს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს მედიასთან განაცხადა, როგორც თამარ გაბუნიამ
აღნიშნა ინფიცირებულები სამოქალაქო პირებისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები და მათზე ხორციელდება ინტენსიური მეთვალყურეობა. მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, როგორც თანამშრომლების, ასევე ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების ვაქცინაციის პროცესი.