ზესტაფონში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა
24.08.2021
უკან დაბრუნება
ზესტაფონში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერთან ერთად მეორე საჯარო სკოლაში მივიდა და ადგილზე გაეცნო იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას. მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი სასკოლო სივრცეში მოეწყო და მოსახლეობას საშუალება აქვს რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა. ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო მოქალაქეები და შეუფერხებლად მიმდინარეობს. მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები უზრუნველყოფენ დღიურად 500 ადამიანამდე აცრას. ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია ფაიზერის, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებით. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეების მასობრივი იმუნიზაციის ცენტრამდე მისვლას ზესტაფონის მერია ტრანსპორტით უზრუნველყოფს. რეგიონში ამ ეტაპზე ორი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი, ქუთაისსა და ზესტაფონში გაიხსნა.