არსებულ ეპიდვითარებას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე აფასებს
23.08.2021
უკან დაბრუნება
არსებულ ეპიდვითარებას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე აფასებს, მისი თქმით ვირუსის გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე, სიტუაცია მართვადია და ამ ეტაპზე კონტროლს ექვემდებარება. ზვიად შალამბერიძე იმერეთში შესაძლო საველე ჰოსპიტალის განთავსებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ჯერ ამის საჭიროება არ დგას, თუმცა მზაობა არსებობს. მისივე თქმით კოვიდის მართვის პროცესში ყველა უწყება აქტიურადაა ჩართული, ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ აღნიშნულ ბრძოლაში ხელი შეუწყონ.