შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მაშველებმა აბაშაში გაუჩინარებული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს
23.08.2021
უკან დაბრუნება
მაშველებმა აბაშაში გაუჩინარებული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, მოზარდის ცხედარს მდინარეში მიაკვლიეს.უწყების ინფორმაციით სამძებრო სამუშაოები სამი დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა, მოხდა სხვადასხვა რეგიონიდან დამატებითი სპეციალური ტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება. ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 105 თანამშრომელი, აჭარის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის რეგიონებიდან. ასევე, მობილიზებული იყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. მწყალქვეშა სამუშაოებს აწარმოებდა 6 მყვინთავი. მდინარის ნაპირზე მოწყობილი იყო სპეციალური საველე შტაბი.