წელს ქუთაისში საარჩევნო უბნების რაოდენობა ერთით შემცირდა
23.08.2021
უკან დაბრუნება
წელს ქუთაისში საარჩევნო უბნების რაოდენობა ერთით შემცირდა, ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქალაქში განთავსებულ 123 საარჩევნო უბანზე ჩატარდება.ლარინა ლალიაშვილმა ასევე ისაბრა უბნების ადაფტირების თაობაზე და აღნიშნა რომ მათი მიზანია ისეთი ობიექტები იქნას შერჩეული რომლებიც მორგებულის სპეციალური პირების საჭიროებებს, ან ექვემდებარება მარტივ ადაფტაციას. პარალელურად საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად შშმ სტატუსის მქონე პირებს აქვთ საშუალება მათ სამაჟორიტარო ოლქში ხმა ნებისმიერ უბანზე მისცენ.