ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 22 აგვისტოს მდგომარეობით სულ ვაქცინირებულია 5670 პირი
23.08.2021
უკან დაბრუნება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 22 აგვისტოს მდგომარეობით სულ ვაქცინირებულია 5670 პირი, აქედან პირველი დოზით 3810, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1860 პირი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცენტრის დირექტორის თამარ გველესიანის თქმით, ხვალიდან მუნიციპალიტეტში მასობრივი იმუნიზაციის სივრცე მოეწყობა , ცენტრი ზესტაფონის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში გაიხსნება და დღეში დაახლოებით 400მდე პირის ვაქცინაციას უზრუნველყოფს.