ქუთაისში მოქალაქეებს ვაქცინის მეორე დოზად ,,ფაიზერის" ნაცვლად ,,სინოფარმი" გაუკეთეს
21.08.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში მოქალაქეებს ვაქცინის მეორე დოზად ,,ფაიზერის" ნაცვლად ,,სინოფარმი" გაუკეთეს. შემთხვევა ,,ევექსის" ქსელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედინო ცენტრში მოხდა. ინფორმაცია ამის შესახე მოქალაქე მარი ჭეიშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა. მისი თქმით, აცრაზე მისული ორი პირი ,,ფაიზერის" ნაცვლად ,,სინოფარმით" აცრეს. ფაქტი დაადასტურეს ,, ევექსშიც". ქუთაისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა და ფაქტს კლინიკური გუნდი შეისწავლის. მედდას რომელსაც ვაქცინები აერია კვალიფიკაცია შეუჩერდა. თემაზე ტელეკომპანია რიონთან წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრის დირექტორი მამუკა იოსელიანი საუბრობს.