სოფელ ჯიმასტაროს მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა
20.08.2021
უკან დაბრუნება
სოფელ ჯიმასტაროს მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებას, კერძოდ მთიდან ქვის გამოღებას აპროტესტებენ, რომლის ლიცენზიაც მათივე თქმით სახელმწიფოს მიერ 2006 წელს არის გაცემული. მოსახლეობა ამბობს, რომ ლიცენზია ანზორ ბურჯანაძეს ეკუთნის. ქვის მოპოვება ამ დრომდე შეჩერებული იყო და რამდენიმე დღის წინ განახლდა. ისინი ნებართვის გაუქმებას და სამუშაოები სშეჩერებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. ტერიტორია, სადაც ქვის მოპოვება ხდება, რაჭა-ლეჩხუმის ცენტრალური გზის პირას მდებარეობს. მოსახლეობა ამბობს, რომ არსებობს ქვების ჩამოშლის და გზის დაკეტვის საფრთხე. ჯიმასტაროში გამართულ აქციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი პასუხობს. მისი განცხადებით აღნიშნული პრობლემა მათთვის ცნობილია. ჩართულია ზედამხედველობის სამსახური, რომელიც საკითხს შეისწავლის