ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა საინფორმაციო აქცია გამართეს
20.08.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა საინფორმაციო აქცია გამართეს და ქალაქის ცენტრალურ ბაღში მოქალაქეებს საარჩევნო ბუკლეტები დაურიგეს. აქტივობა მიზნად მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.კომისიის წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს. მსგავსი ტიპის საინფორმაციო კამპანია მომავალშიც გაგრძელდება.