თეონა გოგიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა
20.08.2021
უკან დაბრუნება
სამართლიანი არჩევნების რეგიონალურმა ხელმძღვანელმა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაში შეტანილ ცვლილებებზე ტელეკომპანია „რიონის“ გადაცემა თოქ-შოუ პოლიტიკურ რუკაში“ ისაუბრა. შეტანილი ცვლილების მიხედვით საარჩევნო ადმინისტრაციები 17 წევრიანი გახდა, ისევე როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცვლილებაა მეორე დონეში, რომელიც მუდმივმოქმედია მას საარჩევნოდ ემატება დროებითი კომისიის წევრები, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამი წევრისგან აირჩა. თეონა გოგიშვილის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ყველა მაღალი შედეგის მქონე პარტიას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მათი წევრი იყოს წარმოდგენილი საარჩევნო ადმინისტრაციაში,რაც მათივე ხმების დაცულობას უზრუნველყოფს.