კლინიკა ბომონდში 30-მდე კოვიდინფიცირებული ორსული გადის მკურნალობის კურსს
20.08.2021
უკან დაბრუნება
კლინიკა ბომონდში 47 წლის კოვიდინფიცირებულმა ქალმა ტყუპები გააჩინა, რომელიც შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა.რაც შეეხება ორსულთა სტატისტიკას, კლინიკა ბომონდში 30 მდე კოვიდინფიცირებული ორსული გადის მკურნალობის კურსს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაში ასევე არიან სტაბილურად მძიმე პაციენტებიც, რომლებთაც ფილტვების დაზიანება აღენიშნებათ მათ შორის არ არიან კრიტიკულად მძიმე კოვიდ ორსულები. კლინიკა ბომონდის კოვიდცენტრის გინეკოლოგიური განყოფილების მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე ორსულ ქალბატონებს მოუწოდებს რომ ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს ყველა შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით.