ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
19.08.2021
უკან დაბრუნება
ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ძმის დაკრძალვაზე დასასწრებად ის ახმეტაში ჩაიყვანეს. ცნობისთვის, მკვლელობისთვის ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა. ზვიადაურის ადვოკატის განცხადებით სასამარტლომ მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა.