შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი 8 აგვისტოს გამოაცხადეს
19.08.2021
უკან დაბრუნება
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი რვა აგვისტოს გამოაცხადეს, სადაც არჩეული იქნა 959 კომისიის წევრი, რაც შეეხება ღია ვაკანსიებს აქ 16 წევრია არჩეული. №59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით 18 აგვისტოდან 23-ი აგვისტოს ჩათვლით პარტიებსაც აქვთ შესაძლებლობა დანიშნონ საკუთარი კომისიის წევრები. ლარინა ლალიაშვილის თქმით ამ დრომდე არცერთ პარტიას არც მერობის და არც საკრებულოს წევრობის კანდიდატობის რეგისტრაციისთვის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის არ მიუმართავთ, თუმცა მათ დასარეგისტრირებლად დრო კოდექსის 142-ე მუხლის მიხედვით 2 სექტემბრამდე აქვთ.