სასწრაფო დახმარების ექიმები 500 - ლარიან დანამატს მიიღებენ
18.08.2021
უკან დაბრუნება
სასწრაფო დახმარების ექიმები 500 - ლარიან დანამატს მიიღებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა გადაწყვეტილება სასწრაფო დახმარების მედპერსონალისთვის ანაზღაურების მატებაზე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, მან ასევე ოპოზიცია სამთავრობო გუნდისა და ექიმების ხელოვნურად დაპირისპირების მცდელობაში დაადანაშაულა.,,მინდა ვთხოვო ყველას, რომ დღესდღეობით არ არის იმის დრო, მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები.“ აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.