,,საველე ჰოსპიტლალი დღეიდან პაციენტების მისაღებად მზადაა“
18.08.2021
უკან დაბრუნება
პანდემიური ფონი ქვეყანაში სულ უფრო მძიმდება, შესაბამისად ვითარების კონტროლის მიზნით ხელისუფლებას არსებული რეგულაციების ეტაპობრივად გამკაცრება უწევს . საკოორდინაციო საბჭოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებებით ქვეყნაში პირბადის ტარება გარე სივრცეშიც სავალდებულო გახდა, ამ დრომდე არაპროგნოზირებადია დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში, ამას გარდა საუბარია იმაზეც რომ მთავრობა პისიარ ტესტირების საფასურს აღარ დაფარავს, კოვიდ რეგულაციები და შეზღუდვების გამკაცრება ეპიდისტუაციის მიხედვით ყოველდრიურად არის მოსალოდნელი. დღის ამბებმა თემაზე საზოგადოება გამოკითხა, პოზიციები არაერთგვაროვანია, ნაწილი გამკაცრებულ რეგულაციებს გაგებით ეკიდება ნაწილს კი ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები კოვიდთან ბრძოლაში არ მოსწონს.