ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2.85%
17.08.2021
უკან დაბრუნება
ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2.85%, ხოლო ორი დოზის პაციენტებში - 2.13%. კლინიკაში დღეს მკურნალობას გადის 95% იმ ადამიანების, რომლებსაც არც ერთი ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ყველაზე ეფექტური იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინაციაა, მისივე თქმით
კლინიკაში დღეს მკურნალობას გადის 95% იმ ადამიანების, რომლებსაც არც ერთი ვაქცინა არ ჰქონდათ ჩატარებული. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად ეფექტური იარაღია ვაქცინაცია.