პირველი ვარსკვლავები ლეგენდარულ კალათბურთელებს-ნიკოლოზ დერიუგინსა და ზურაბ გრძელიძეს გაუხსნეს.
ნიკოლოზდერიუგინი-მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი,ოლიმპიური თამაშების-ბრინჯაოს პრიზიორი,სპორტის დამსახურებული ოსტატი და სხვა ტიტულების მფლობელი.
ზურაბ გრძელიძე კი საქართველოს ჩემპიონი,პანამერიკული ტურნირის საუკეთესო მოთამაშე,ევროპის ჩემპიონი და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატია.
ვარსკვლავების გახსნას,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სპორტსმენები და მომავალი კალათბურთელები ესწრებოდნენ.