შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ეკატერინე ტიკარაძემ ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა, რომ პირველი საველე ჰოსპიტალის მედპერსონალი მძიმე პაციენტების მისაღებად მზად არის
16.08.2021
უკან დაბრუნება
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა, რომ პირველი საველე ჰოსპიტალის მედპერსონალი მძიმე პაციენტების მისაღებად მზად არის. მისივე თქმით ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის, საწოლების უმრავლესობა იქნება ჟანგბადით აღჭურვილი, ასევე დამონტაჟებულია შესამაბისი მოწყობილობა, რომელიც საწოლებს ჯანგბადით მოამარაგებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კოვიდის მართვის პერიოდში. მინისტრის განმარტებითვე, საველე ჰოსპიტალი არის უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც უბრალოდ საქართველო დღეს უკვე მზად არის. დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში საველე ჰოსპიტალი გუშინ, 15 აგვისტოს მოეწყო.