ეკატერინე ტიკარაძის თქმით სატრანსპორტო შეზღუდვები გამოიწვევს 80 პროცენტიან დადებით შედეგს ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების კუთხით
16.08.2021
უკან დაბრუნება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის თქმით სატრანსპორტო შეზღუდვები გამოიწვევს 80 პროცენტიან დადებით შედეგს ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების კუთხით, ეს კი თვალსაჩინო ორ კვირაში გახდება. მისივე განმარტებით აღნიშნული შეზღუვის შესახებ გადაწყვეტილება იყო დროული და საჭირო. მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვის საკითხი ჯერ არ დასმულა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ესეც განიხილება.