გართულებული ეპიდ ვითარების გამო ქვეყანაში ამცრელი სივრცეების რაოდენობა ფართოვდება
14.08.2021
უკან დაბრუნება
გართულებული ეპიდ ვითარების გამო ქვეყანაში ამცრელი სივრცეების რაოდენობა ფართოვდება. ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში მასობრივი ვაქცინაციის სივრცე გაიხსნა.
იმუნიზაციის ცენტრი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში იმუნიზაცია სამი ვაქცინით: „ფაიზერით“, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით” არის შესაძლებელი.
სასურველი ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.
იმუნიზაციის სივრცე ყოველ დღე მუშაობს, მათ შორის შაბათ-კვირასაც.
მსურველებს სასურველი ვაქცინის მიღება დილის 10:00-დან 20:00 საათამდე შეეძლებათ.