ნაციონალური მოძრაობის წევრის ბრალდებას ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უსაფუძვლოს უწოდებს
14.08.2021
უკან დაბრუნება
ნაციონალური მოძრაობის წევრის ბრალდებას ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს რომ გაწეული ხარჯი გეგმიური იყო და ის არანაირ კავშირში არ არის ფაქტობრივ ხარჯებთან. პეტრე ადამაძის განმარტებით ფაქტობრივ ხარჯებში დასახელებული 16 ათასი ლარის ნაცვლად ქუთაისის მერიის და დმო იმერეთის ერთობლივად დახარჯული თანხა რეალურად რვა ათას ლარს შეადგენს. ადამაძე აღნიშნულ ბრალდებას მიზანმიმართულ ტყუილს უწოდებს.