ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკური ჯგუფის წევრებთან ერთად საწოლფონდისა და საჭირო სამედიცინო რესურსების მობილიზების საკითხზე ისაუბრა
13.08.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკური ჯგუფის წევრებთან ერთად საწოლფონდისა და საჭირო სამედიცინო რესურსების მობილიზების საკითხზე ისაუბრა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პაციენტების კლინიკური მართვის საკითხზე პასუხისმგებელ პირებთან მოქმედი პროტოკოლი განიხილა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიზიტისას, მინისტრი იმუნიზაციის პროცესსაც გაეცნო. ადგილზე, დღიურად საშუალოდ 700 ადამიანის ვაქცინაცია ხდება.
მინისტრმა იმუნიზაციის გაფართოებასთან დაკავშირებულ გეგმებზეც ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის არეალი ფართოვდება და პროცესში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთვება. უახლოეს მომავალში, იქ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამოქმედდება.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგიურ გამოწვევებზე რეაგირების მზადყოფნის შესაფასებლად სტუმრობს.