,,როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მაშინ ქვეყანაში არც ვაქცინები გვქონდა, ლარი იყო 3,5-ზე, ეკონომიკა იყო ჩაკეტილი და გაჩერებული, ეს განცხადება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა დღეს გააკეთა
11.08.2021
უკან დაბრუნება
,,როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მაშინ ქვეყანაში არც ვაქცინები გვქონდა, ლარი იყო 3,5-ზე, ეკონომიკა იყო ჩაკეტილი და გაჩერებული, ყველაფერი, გვქონდა „კომენდანტის საათი“, შეზღუდვები და ა.შ. იყო სრული პესიმიზმი და ნიჰილიზმი. ამას ემატებოდა ის საბოტაჟი და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი. დღეს რა ვითარება გვაქვს, ლარი არის სტაბილური, მაქსიმალურად ამ მოკლე დროში, 5 თვეში, შევძელით დასტაბილურება და ჩამოვიდა, 40 პუნქტით გამყარდა. ამას გარდა, ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ერთ-ერთი მოწინავე მთელ მსოფლიოში.. მეგობრებო, ამას სჭირდება შენარჩუნება“ ეს განცხადება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა დღეს გააკეთა, ირაკლი ღარიბაშვილის ეს პოზიცია ქუთაისში სტუმრად მყოფმა ,,პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა შეაფასეს. მათ ღარიბაშვილის გამოსვლას წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადება უწოდეს და წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგების მცდელობად შეაფასეს.