შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარტია "ახალი ქრისტიან დემოკრატების" თავმჯდომარემ ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგი გამართა
10.08.2021
უკან დაბრუნება
პარტია "ახალი ქრისტიან დემოკრატების" თავმჯდომარემ ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგი გამართა.გოგი წულაიას განცხადებით,ის დღეს მერიის წინ პერფორმანსის გამართვას იმ ადამიანებთან ერთად აპირებდა, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და მერიის შენობის მიმდებარედ მოწყალებას ითხოვენ. წულაიას თქმით,ქუთაისში ყველა ერთნაირად გაჭირვებულია და ჟურნალისტებთან მისი დღევანდელი შეხვედრის მიზანიც სწორედ ამის ჩვენება იყო. წულაიას იფორმაციით,მას მოწყალების მთხოვნელი 10 ადამიანი დაპირდა დღეს მერიის წინ მისვლას და მის მიერ დაგეგმილ პერფორმანსში მონაწილეობას,თუმცა ადგილზე მხოლოდ ერთი ქალბატონი მივიდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს,რომ მათ შეეშინდათ.