შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიამ გელათის შესახებ დადგენილება მიიღო
10.08.2021
უკან დაბრუნება
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიამ გელათის შესახებ დადგენილება მიიღო.. იუნსეკოს ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადახურვების სარესტავრაციო სამუშაოებით მიყენებული ჯერაც მიმდინარე დაზიანება, რაც გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის ეკლესიების მოხატულობას და ქვას მიადგა, ლახავს ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მმართველმა გუნდმა მრავალი მისასალმებელი ნაბიჯი გადადგა იუნესკოს კომიტეტის წარსული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად, ქონების მართვის მენეჯმენტის და მონიტორინგის ჩათვლით, თუმცა იუნესკოს შეფასებით. ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოები, სამწუხაროდ, წარმატებული არ აღმოჩმნდა. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი სახელმწიფოსგან ითხოვს: იმგვარი დროებითი გადახურვის მოწყობას ორივე ტაძრისთვის, რაც უწყვეტი საკონსერვაციო სამუშაოების წარმოების საშუალებას შექმნის და დაიცავს ნესტის შეღწევის რისკისგან. არასამთავრებო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორიკე ბარათაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ისინი იუნიესკოს ექსპერტთა დასკვნას ელოდებიან, მათი ვარაუდით დასკვნა უკვე თბილისშია თუმცა მისი გასაჯაროვება ამ დრომდე არ ხდება. ბარათაშვილის თქმით სახელმწიფო უნდა მიყვეს იმ ინსტრუქციებს, რითაც შესაძლებელია ამ პრობლემის შენელება და არსებულის აღმოსაფხვრელად ახალი ეტაპის დაწყება.