შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში კოვიდ ინფიცირებული ორსული გარდაიცვალა
10.08.2021
უკან დაბრუნება
კლინიკა ბომონდში კოვიდინფიცირებული პაციენტი 30 ივლისს მოთავსდა. კლინიკის კლინიკური დირექტორის მამია ყიფიანის განცხადებით , პაციენტს შესვლისთანავე სუნთქვის მწვავე უკმარისობა და 19 ქულიანი პნევმონია აღენიშნებოდა და ყველანაირი მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკა ,,ბომონდში“ ამჟამად, კოვიდ დადებითი 128 პაციენტი გადის სიმპტომურ მკურნალობას. აქედან კოვიდ სამეანო განყოფილებაში 31 ორსულია , რეანიმაციულ განყოფილებაში კი 27 პაციენტი, მათგან 2-ის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. რაც შეეხება პედიატრიულ განყოფილებას 18 ბავშვი გადის სიმპტომურ მკურნალობას. კლინიკა „ბომონდის“ კოვიდ განყოფილება გუშინ 17- მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.