შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე საჯარო მოხელეების ხელფასის გაზრდის საკითხზე ისაუბრა
09.08.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე საჯარო მოხელეების ხელფასის გაზრდის საკითხზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას , მისივე თქმით გაორმაგდება მერების ხელფასები, რადგან წარმოუდგენელია მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს უზარმაზარ ქალაქს. პრემიერის აღნიშნულ განცხადებას ოპიზიციის წარმომადგენლები აფასებენ. ისინი ერთხმად თანხმდებიან რომ ეს არის სოციალური უთანასწორიბის გამოვლინება და ასეთ შემთხვევაში რიგითი მოქალაქეების ანაზრაურებაც უნდა გაიზარდოს.