შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კოვიდ 19-ის შემთხვევები ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმატებს
09.08.2021
უკან დაბრუნება
კოვიდ 19-ის შემთხვევები ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმატებს. მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მაჩიტიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ყოველ დღიურად ვირუსიუ 10-16 მდე ადამინს უდასტურდება. ამჟამად რაიონში კოვიდ 19ის 115 აქტიური შემთხვევაა. ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურად ფასდება. ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, რაიონში იმუნიზაციის პრიოცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის დაინტერესება ამ მხრივ მზარდია. ვირუის შემნთხვევების მატების პარალელურად დადასტურებული შემთხვევები იმატებს თერჯოლის მუნიციპალიტეტშიც. კოვიდ კლინიკა „იმერ მედის“ მთავარი ექიმის სოფიო ფუტკივაძის განცხადებით, ამჟამდ 79 კოვიდ ინფიცირებული გადის სიმპტომურ მკურნალობას. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათ შორის 9 არასრულწლოვანია. კლინიკის მთავარი ექიმის თქმით პაციენტების მზარდი მომართვიანობის გამო ხშირად სარეზერვო საწოლების დამატება ხდება საჭირო. სოფიო ფუტკივაძე რაიონში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს შეეხო და აღნიშნა რომ მოსახლეობის მომართვიანობა ამ მხრივაც დიდია.