შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანების ამბულატორიაში მასობრივი ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს
07.08.2021
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანების ამბულატორიაში მასობრივი ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს. საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი სოფელ ფარცხანაყანევში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით დაიგეგმა. დასახელებულ სოფელში იმუნიზაციის პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად გაეცნო.