პარტია ‘ახალი ქრისტიან დემოკრატების“ თავმჯდომარე გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა
06.08.2021
უკან დაბრუნება
პარტია ‘ახალი ქრისტიან დემოკრატების“ თავმჯდომარე გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა. ის 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლების საკითხს გამოეხმაუერა. წულაიას განცხადებით, მოზარდს რომელიც უსამართლობას უჩიოდა, შეუქმნეს ისეთი პირობები რომ თავი მოეკლა, მისივე თქმით გამომძიებლის უდოთი გათავისუფლება, მაშინ როდესაც ამას უამრავი სხვა პატიმარი ელოდება, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. გოგი წულაიას თქმით მოქალაქეებს აქვთ უფლება გარემოპირობებით უკმაყოფილო იყვნენ, მაგრამ ამის გამო მათი დასჯა არ უნდა ხდებოდეს.