კლინიკა ბომონდის კოვიდ პედიატრიულ განყოფილებაში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 21 ბავშვი გადის სიმპტომურ მკურნალობას
06.08.2021
უკან დაბრუნება
კლინიკა ბომონდის კოვიდ პედიატრიულ განყოფილებაში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 21 ბავშვი გადის სიმპტომურ მკურნალობას. მათი ასაკი 2 თვიდან 13 წლამდეა. განყოფილების ხელმძღვანელი ედიშერ ასათიანი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ თუკი აქამდე ვირუსი ბავშვებში უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, ახლა მოზარდებში ის უფრო მძიმე ფორმით ვლინდება.
შეგახსნებეთ,, რომ მაღალი მიმართვიანობის გამო კლინიკა ბომონდში კოვიდ პედიატრიის განყოფილება 1 აგვისტოდან გაიხსნა.