კოვიდ 19-ის მზარდი დინამიკის გამო რეგიონებში დადასტურებული შემთხვებები იმატებს
06.08.2021
უკან დაბრუნება
კოვიდ 19-ის მზარდი დინამიკის გამო რეგიონებში დადასტურებული შემთხვებები იმატებს. ხობის რაიონის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი შორენა საბახტარაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რაიონში დღიურად 10-15 ადამიანს კოვიდ 19 უფიქსირდება. მისივე თქმით ამ დროისთვის ვირუსის 95 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხობის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი იმუნიზაციის პროცესზეც საუბრობს და აცხადებს, რომ რაიონში ვაქცინაციის პროგრამაში მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული. ჯამში ხობის რაიონში 1500 მდე პირია აცრილი.