შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კოვიდ დადებითი პაციენტების ზრდა შეიმჩნევა რუხის კლინიკაშიც
06.08.2021
უკან დაბრუნება
კოვიდ დადებითი პაციენტების ზრდა შეიმჩნევა რუხის კლინიკაშიც. როგორც კლინიკის ხელმძღვანელი დავით შონია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ამჟამად კლინიკაში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 180 პაციენტი გადის სიმპტომურ მკურნალობას. მათ შორის 5 ბავშვია. 22 ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მათი მდგომარეობა ფასდება მძიმედ. კლინიკამ დღეს 15 პაციენტი მიიღო. კლინიკის დირექტორი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რუხის კლინიკაში იმუნიზაციის პროცესი 4 აცრით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კი 8200 მდე პირია აცრილი.