ასოციაციამ „ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ 15 წლის იუბილე ციხისძირში აღნიშნა
05.08.2021
უკან დაბრუნება
ასოციაციამ „ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ 15 წლის იუბილე ციხისძირში აღნიშნა, სადაც თარიღთან დაკავშირებით პანდემიის ამსახველი ფოტო გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა ასოციაციასთან არსებული ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ქალთა კლუბების წევრებმა მიიღეს. ფოტოგამოფენა ქალთა კლუბის წევრების თვალით დანახულ სამყაროს და განსხვავებულ კოვიდ პერიოდს ასახავს.
იდეის ავტორი კი - ნანა დოღონაძეა, ღონისძიება ქალთა კლუბის სახელოვნებო მიმართულების Art Club -ის ფარგლებში გაიმართა.